ცხენი ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.

558856_678102182214036_1423063184_n

 

ნაბაკევი, ჩემი სოფელი…

გალის რაიონი სოფელი ნაბაკევი, სადაც ვცხოვრობ მე მშობლებთან ერთად. ადგილი სადაც რამდენიმე სახლია .

რთულია ამ სოფელში იყო ბავშვი, გაერთო? ეს  უკვე ზედმეტია.. როგორ, როგორ თორემ სიამონებით.. რითი ან ვისთან..

მოკლედ რომ ვთქვა რთულია იქ ცხოვრება სადაც ადამიანები მხოლოდ არსებობას ახერხებენ, ამასაც წვალებისა და ტანჯვის შედეგად.

მე არ  მსურს ასე ცხოვრება.. მე მინდა სოფელი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ იყოს უღრუბლო ცითა და კაშკაშა მზით.. ისმოდეს ბავშვების ხმა, ჟრიამული, ბებია ქალების ფუსფუსი, ბაჯბაჯით მოსიარულე ბაბუბი, რომლებსაც ნაზი ღიმილი დაჰსდევთ თან…

ნაბაკევია სოფელი, რომელაც სიცოცხლე სწყურია, ისევე როგორც სხვა გალის რაიონის სოფლებს…

C3251B55-ED06-4138-83F9-4C16A9720C99_mw1024_n_s

მზადება საშობაოდ :)))

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად?

axali celiსაქართველოში (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში) ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნებოდა. მასთან დაკავშირებული რიტუალები ყველგან თითქმის ერთნაირი იყო, რადგან უმთავრეს მიზანს ამ რიტუალებისა შეადგენდა სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება. რასაკვირველია, იყო კუთხური თავისებურებებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ნიუანსებში განსხვავდებოდნენ ძირითადი წეს-ჩვეულებებისგან. ახალი წლის წინა დღეებში იწყებოდა დიდი სამზადისი: სახლისა და კარმიდამოს დასუფთავება, სანოვაგის მომზადება საგანგებო სუფრისთვის, სხავადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობა და სხვა. ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა. სამეგრელოში კი აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა.

ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

იქიდან გამომდიანრე რომ ვარ სამეგრელოდან მსურს ამავე კუთხეზე გავამახვილო ყურადღება.

ამ თემის გასამდიდრებლად მე გამოვიყენებ  საიტ მარანს(http://vinoge.com/samzareulo/axali-wlis-tradiciebi-saqarTveloSi)

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა.

საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებს.” საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება.

მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: “აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი”-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.

love-new-year-card

ლიდერი

ლიდერი არის ადამიანი რომელსაც ენდობა თავისი ჯგუფი. შესაბამისად არ უნდა იყოს  დამოუკიდებული , რადგან უნდა გაითვალისწინოს გუნდის აზრი , ლიდერი პირველ რიგში უნდა იყოს სხარტი აზროვნების, ორატორი და ასე შემდეგ.  ლიდერი არ უნდა შეეჩვიოს დამარცხებას და ბოლომდე უნდა იბრძოლოს.  jvhgv ghv